ბობ დილანის ბაიოპიკი, სადაც ტიმოთი შალამე არა მხოლოდ ასრულებს სიმღერებს, არამედ თავად უკრავს გიტარაზე და ზუსტად იმეორებს თავისი გმირის უნიკალურ მანერას. ტიმოთი ფილმში დილანის 40 სიმღერას ასრულებს და უკრავს არა მხოლოდ გიტარაზე, არამედ ჰარმონიკაზეც.
ამ ყველაფრის სილამაზე გადაღებების დროს პირდაპირ ცოცხლად იწერებოდა: ხმის რეჟისორის თქმით, ჩაწერა მიმდინარეობდა იმდროინდელი მიკროფონებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენებით, ყურში ჩასართავი ტექნოლოგიების გარეშე.