ფილმის გმირებს რომანტიკა და ამაღლებული სიყვარული არ აინტერესებდათ — ისინი ვნებას იკვლევდნენ. და ისე ღრმად ჩაუღრმავდნენ ერთმანეთსა და საკუთარ თავს, რომ საბოლოოდ სრულ თვითგანადგურებამდე მივიდნენ.
კრიტიკოსებში ფილმის შეფასება პოლარულია — ზოგს გამუდმებით სურს მისი დაკნინება, ზოგი კი თავგანწირვით იცავს.
აი რას წერს როჯერ ებერტი:
"ყველაზე იოლია, ასეთ ფილმს, როგორიცაა „გორკი ლუნა“, თვალი გადაავლო, თავი გადააქნიო და აღშფოთდე რეჟისორის უგემოვნობითა და ავადმყოფური ფანტაზიით. მიზანი ერთია — აჩვენო, რომ ამ 'სიბრიყვეს' არ წამოგეგე — სერიოზული, მოწიფული და გაწონასწორებული ადამიანი ხარ.
რა თქმა უნდა, „გორკი ლუნა“ სასოწარკვეთილი გროეტესკია, მაგრამ პოლანსკი მას იღებს სრულად და ულაპარაკოდ, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.
და ძალიანაც სასაცილოა, როცა კრიტიკოსები, რომლებიც თითქოსდა „შეღავათიანად“ აფასებენ ამ ფილმს, სინამდვილეში მას სულშეკრულები უყურებენ."