ბეილი ბრიტანეთის პროვინციაში მცხოვრები მოზარდია. ის ხშირად ჩხუბობს თავის მომხიბვლელად უდარდელ, თუმცა უპასუხისმგებლო მამასთან (ბარი კეოგანი), სახლიდან გარბის, სკუტერით დაქრის, ადგილობრივ ქუჩის ბიჭებთან მეგობრობს და სიღარიბისგან თავის დაღწევაზე ოცნებობს, თუმცა თავადაც არ იცის, სად უნდა წავიდეს.
ეს ანდრეა არნოლდის პირველი ნამუშევარია, რომელშიც რეჟისორი სოციალური რეალიზმის საზღვრებს სცდება და მაგიურ რეალიზმს მიმართავს, თუმცა ყოველგვარი ზღაპრული სიმსუბუქის გარეშე. აქ ოცნებები გამუდმებით ეჯახება რეალობას, სასწაული კი შესაძლებელია, მაგრამ სულაც არ არის გარანტირებული.
„ჩიტი“ ფილმია ყველა იმ დაკარგულ ბავშვზე, რომელსაც ოდესმე უოცნებია, რომ ვინმე მის დასაცავად დამდგარიყო.
ბარი კეოგანი (ბაგი) რეჟისორის შესახებ:
„ანდრეა არნოლდი საოცარი ადამიანია. მას შეუძლია ნებისმიერ გარემოს შეერწყას და ყველგან თავისიანად მიიღებენ. რთულ პირობებში მცხოვრები ადამიანებიც კი მას ენდობიან. ეს მისი იშვიათი თვისება „ჩიტზე“ მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მას შეუძლია სილამაზის დანახვა იქაც კი, სადაც სხვები მხოლოდ სიმახინჯეს ხედავენ.“
🥨 შეხვედრას გაუძღვება კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოლოგიის ლექტორი ირინა კოზლოვა.