ლექცია: ჰიერონიმუს ბოსხი — მითები, სიმბოლოები და მემკვიდრეობა
ბოსხის ბიოგრაფია ნამდვილი "ბნელი ტყეა", ხოლო მისი შემოქმედება — უცნაური არსებებითა და სიმბოლოებით სავსე საიდუმლოებით მოცული სამყარო, რომელიც ასახავს XIV–XV საუკუნეების ჩრდილოეთ ევროპის რყევებს.
რატომ ვიცით ბოსხზე ასე ცოტა და როგორ ვიგებთ მხატვრების შესახებ ფაქტებს საუკუნეების შემდეგ? რა ლეგენდები და თეორიები შეიქმნა მისი ცხოვრების ირგვლივ და რომელი შეიძლება იყოს სიმართლე?
რა ღირსება აქვს ბოსხის ხელოვნებას? შეიძლება თუ არა მისი "სიურეალიზმის პიონერად" მიჩნევა?
როგორ იყო ის დაკავშირებული ნიდერლანდების რელიგიურ-პოლიტიკურ რეფორმაციასთან და როგორ მოიპოვა პოპულარობა სიცოცხლეში?
როგორ უნდა გავიაზროთ მისი ნამუშევრები და რა დატოვა კიდევ ბოსხმა ჩვენს სამყაროში, გარდა მხატვრობისა?
ლექციას წაიკითხავს პაშა როსტი — მხატვარი, ილუსტრატორი და ფლორენციის ხელოვნების აკადემიის აკადემიური ფერწერის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.