BIg Christmas Market თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
BIg Christmas Market
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

შემოგვიერთდით, საშობაო მარკეტის მაგიურ დღესასწაულზე თბილისის გულში!

გელოდებით 14 დეკემბერს, Biltmore Hotel Tbilisi-ში, რუსთაველის 29-ში, 12:00-დან 20:00 საათამდე — დღე, რომელიც სითბოთი, შემოქმედებითა და სადღესასწაულო განწყობით იქნება სავსე!

მეტი ვიდრე 100 ვენდორი წარმოგიდგენთ ულამაზეს კერამიკას და პოტთერის, ხელით ჩამოსხმულ სანთლებს, საშობაო სათამაშოებს, home decor ნივთებს, ნაზ და თანამედროვე სამკაულს, განსხვავებულ arts & crafts ნამუშევრებს და უამრავ უნიკალურ ხელნაკეთ საჩუქარს — იდეალურს ახალი წლისთვის.

თბილი ფუდქორტი გაგახარებთ სეზონური გემოებით, ხოლო ფოტოზონა სანტასთან - საოჯახო და ზღაპრულ განწყობას შეგიქმნით.

მთელი დღის განმავლობაში გელოდებათ აქტივობები, მუსიკა, განათებები და ნამდვილი საშობაო ატმოსფერო.

და რაც მთავარია — შესვლა სრულიად უფასოა.

როგორ მოხვდებით:

შესვლა შესაძლებელია რუსთაველის მხრიდან და თაბუკაშვილის მხრიდან.

პარკინგი მდებარეობს თაბუკაშვილის ქუჩის მხარეს.

მობრძანდით და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი დღესასწაული!

ფოტო და ვიდეო

BIg Christmas Market

ადგილი

The Biltmore Tbilisi Hotel
Biltmore Tbilisi Hotel არის პირველი მინის ცათამბჯენი საქართველოში და ყველაზე მაღალი სასტუმრო კავკასიაში. სასტუმრო იდეალურად მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ უბანში განსაცვიფრებელი ხედებით. გრანდიოზული ლობი, გაპრიალებული მარმარილოს იატაკით, ბროლის ჭაღებით და უხეში სვეტებით, ასახავს წარსული ეპოქის ნოსტალგიას, ეხმიანება სოციალური ელიტის ხიბლსა და პრესტიჟს და სტუმრებს გადაჰყავს ფუფუნების ატმოსფეროში, რომელიც აქამდე არ უნახავს ან არ განიცდიდა სხვებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება