ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი | ნიკა ნიკვაშვილი – „ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე“ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი | ნიკა ნიკვაშვილი – „ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე“

1, რუსთაველის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან 20
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

02.07.2025
ოთხშაბათი
19:30
20 ₾ - 50
20 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს მეოთხედ ტარდება, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

ფესტივალის ფარგლებში, 2 ივლისს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, ფესტივალის დამფუძნებელი, იდეის ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკა ნიკვაშვილი წარადგენს მუსიკალურ კალეიდოსკოპს – „ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე“.

ნიკა ნიკვაშვილი სცენაზე წარდგება ფესტივალის სიმფონიური ორკესტრის, მევიოლინე ლელა მჭედლიძის, მომღერალ სოფო ხალვაშის, გიორგი სუხიტაშვილის და საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალური სტუმრის – ორელია მეის თანხლებით.

 დამატებითი ინფორმაცია:

ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება 28 ივნისს, სიღნაღში, კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის ბიუსტის დადგმისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით. ბიუსტი მის მშობლიურ ქალაქში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით განთავსდება.

ღონისძიებაზე შესრულდება ბიძინა კვერნაძის უკვდავი ნაწარმოებები, სიმფონიური ორკესტრისა და გუნდის თანხლებით. კონცერტის მუსიკალურ ხელმძღვანელად ნიკა ნიკვაშვილი წარდგება.

ფოტო და ვიდეო

ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი | ნიკა ნიკვაშვილი – „ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე“

ადგილი

Batumi Drama Theatre

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება