იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი ომის შემდგომი, გაღარიბებული რომის და მისი მაცხოვრებლების ამბავს გვიყვება.
ორი შვილის მამა, უმუშევარი ანტონიო რიჩი, ხანგრძლივი ძებნის შემდეგ როგორც იქნა, პოულობს სამუშაოს, თუმცა, ამისთვის ველოსიპედი სჭირდება, რომელიც მანამდე საჭმლის ფულისთვის დაალომბარდეს. ოჯახი როგორღაც მოახერხებს ველოსიპედის გამოხსნას, თუმცა, ანტონიოს მას მუშაობის დაწყების პირველივე დღეს მოპარავენ.
სასოწარკვეთილი კაცი მცირეწლოვან შვილ, ბრუნოსთან ერთად რომის ქუჩებში დაკარგული ნივთის ძებნას იწყებს, რაც მისთვის ფიზიკურ და მორალურ გამოცდად იქცევა.