კონტაქტ-ცენტრის მენეჯერებისა და CX ლიდერებისთვის ჩვენ შევქმენით ერთ დღიანი პროფესიონალური ვორქშოფი: Beyond the Call, სადაც საერთაშორისო სტანდარტები ქართულ რეალობას ხვდება. ეს არის ერთ დღიანი ინტენსიური სამუშაო შეხვედრა, სადაც სფეროს 4 წამყვანი პროფესიონალი გაგიზიარებთ გამოცდილებას, რომელიც შეცვლის თქვენს ყოველდღიურ ოპერაციებსა და სტრატეგიულ ხედვას.
რატომ უნდა დაესწროთ?
კონტაქტ-ცენტრისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვა დღეს მხოლოდ ზარებზე პასუხს არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი ბალანსი ადამიანურ რესურსსა და იმ ინოვაციურ ხელსაწყოებს შორის, რომლებიც მომსახურების ხარისხს განსაზღვრავენ.
ვორქშოფზე თქვენ მოისმენთ თუ როგორ უნდა:
- სტრესის მართვა წინა ხაზზე
მოწვეული სპეციალისტი, თამარ კანაშვილი, 10+ წლიანი გამოცდილებით, წარმართავს ინტერაქტიულ სესიას, რომელიც სპეციალურად კონტაქტ-ცენტრის სპეციფიკაზეა მორგებული. ვორქშოპის ფარგლებში, პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, შევეხებით ემოციური ინტელექტის როლს მომსახურების სფეროში და შევისწავლით იმ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ გუნდის პროდუქტიულობისა და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში მაღალი დატვირთვის პირობებში.
- მომსახურების ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, მონაცემების ანალიზი და მომავლის კონტაქტ ცენტრი
ბექა გიგაური - Communiq-ის დირექტორი და თანადამფუძნებელი. 20-წლიანი გამოცდილება ტელეკომუნიკაციებში გაგიზიარებთ:
- სატელეფონო ცენტრიდან - AI-პლატფორმამდე: სერვისის ევოლუცია და მომავლის შესაძლებლობები.
- CRM და Omnichannel: მომხმარებლის 360°-იანი ხედვა „ერთ ფანჯარაში’’.
- მართვის ახალი სტანდარტი: ხარისხის ავტომატური კონტროლი და ეფექტურობის ეკონომიკა.
- როგორ შეიძლება იქცეს კონტაქტ-ცენტრი მომხმარებლის გამოცდილების მართვის სტრატეგიულ რგოლად?
ნათია რუხაძე, მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებით 17-წლიანი გამოცდილებით, გაგიზიარებთ
- როგორ ამოვიცნოთ მომხმარებლის რეალური საჭიროება თითოეული კონტაქტის უკან
- როგორ ვაქციოთ უკუკავშირი გამოცდილების გაუმჯობესების წყაროდ
- როგორ ცვლის თანამედროვე ტენდენციები და AI მომხმარებლის გამოცდილებას კონტაქტ-ცენტრთან ურთიერთობის დროს.
- როგორ შევქმნათ თანამედროვე კონტაქტ ცენტრი? - ქოლ-ცენტრიდან თანამედროვე, მონაცემებზე დაფუძნებულ ოპერაციამდე; სტრუქტურა, მართვის მოდელები და ეფექტიანი ოპერაციები.
თამთა გობრონიძე - დარგის პროფესიონალი 18-წლიანი გამოცდილებით გაგვიზიარებს თანამედროვე ტრენდებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მნიშვნელოვან მაჩვენებლებს, რომლებიც აძლიერებს ოპერაციულ ეფექტიანობას და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.
ჩვენი მიზანია:
1. ცოდნის გაზიარება: გაჩვენოთ, როგორ მუშაობს Communiq-ის ინოვაციური ხელსაწყოები პრაქტიკაში.
2. Network & Community: ინტერაქტიული სესიებით და როლური თამაშებით შევქმნათ გარემო, სადაც სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს გაიცნობენ და გაუზიარებენ გამოცდილებას.
3. პრაქტიკული შედეგი: სამსახურში დაბრუნდეთ არა მხოლოდ ჩანაწერებით, არამედ ახალი იდეებით, კონკრეტული ხელსაწყოებით, რომელთა გამოყენება უფრო ეფექტურს გახდის პროცესებს და გუნდს.
დეტალები:
- ვისთვის არის: კონტაქტ-ცენტრის მენეჯერებისთვის, კონტაქტ-ცენტრის გუნდის ლიდერებისთვის, CX დირექტორებისთვის, მომსახურების ხარისხის მენეჯერებისთვის.
- ფორმატი: ინტერაქტიული მასტერკლასები, როლური თამაშები, Real-case დემონსტრაციები.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
ბილეთები:
Early Bird - 250₾
I კალათა - 350₾
II კალათა - 500₾.
ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.