სვანეთში, ერთი მონადირის ოჯახში, დაიბადა ვაჟიშვილი სახელად ბეთქილი. იგი ოჯახის ტრადიციას არ ღალატობს და თავადაც ერთ-ერთ საუკეთესო მონადირედ გვევლინება.
დრო გადის და ბეთქილი ხვდება უმშვენიერეს თამარის, რომელზეც იქორწინებს კიდეც. თამარის მამა ბეთქილს პატივისცემის ნიშნად მშვილდ-ისარს ჩუქნის, რაც ბეთქილისთვის საბედისწერო აღმოჩნდება. სწორედ ამ მშვილდ-ისარით გაეშურება იგი სანადიროდ, სადაც გადააწყდება ნადირობის ქალღმერთს დალის მიერ ნიშანდადებულ ჯიხვებს. ჯიხვები ბეთქილს დალის სამფლობელოსკენ მიიტყუებენ, სადაც იგი თავად ქალღმერთ დალის იხილავს და შეუყვარდება. საბოლოოდ ბეთქილი უკან, საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეცდება, რის გამოც იგი წინარმობედების, ქარაფებში ჩახერგილი მონადირეების ბედს იზიარებს...ბეთქილიც სამუდამოდ დალის სამფლობელოში ბინადარ ნიშანდასმულ ჯიხვად გვევლინება.
