🏔️ სვანეთში, ერთი მონადირის ოჯახში, დაიბადა ვაჟიშვილი სახელად ბეთქილი. იგი ოჯახის ტრადიციას არ ღალატობს და თავადაც ერთ-ერთ საუკეთესო მონადირედ გვევლინება.
❤️ დრო გადის და ბეთქილი ხვდება უმშვენიერეს თამარის, რომელზეც იქორწინებს კიდეც. თამარის მამა ბეთქილს პატივისცემის ნიშნად მშვილდ-ისარს ჩუქნის, რაც ბეთქილისთვის საბედისწერო აღმოჩნდება.
🏹 სწორედ ამ მშვილდ-ისრით გაეშურება იგი სანადიროდ, სადაც გადააწყდება ნადირობის ქალღმერთ დალის მიერ ნიშანდადებულ ჯიხვებს. ჯიხვები ბეთქილს დალის სამფლობელოსკენ მიიტყუებენ, სადაც იგი თავად ქალღმერთ დალის იხილავს და შეუყვარდება.
⛰️ საბოლოოდ, ბეთქილი უკან, საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეცდება, რის გამოც იგი წინაპრების — ქარაფებში ჩახერგილი მონადირეების — ბედს იზიარებს... ბეთქილიც სამუდამოდ დალის სამფლობელოში ბინადარ ნიშანდასმულ ჯიხვად გვევლინება.