გვიანი ვიქტორიანული ეპოქა, ლონდონი. მონსტრული მეცნიერი გოდვინი (უილემ დეფო) გადარჩენილ ქალს, რომელმაც თავი ტემზაში გადააგდო (ემა სტოუნ), მისი ჯერ არ დაბადებული ბავშვის ტვინს უნერგავს.
ჩანს, რომ ეს ბრწყინვალე ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანტიმოსის („ლობსტერი“, „ფავორიტი“, „წმინდა ირმის მკვლელობა“) საუკეთესო ნამუშევარია.
ვენეციის კინოფესტივალზე პრემიერამ მაყურებელთა აღფრთოვანება გამოიწვია – ფილმს 10-წუთიანი ოვაცია ხვდა წილად. წლის ბოლოს კი უამრავმა გამოცემამ „საწყალი არსებები“ საუკეთესო ფილმების სიაში შეიყვანა.
„ოქროს ლომი“ ვენეციის კინოფესტივალზე
სამი ოსკარი – საუკეთესო კოსტიუმებისთვის, გრიმისთვის და რეჟისორისთვის.