Distillery Leipzig-ის მრავალწლიანი რეზიდენტი, მუსიკის კოლექციონერი და ლეიბლის დამფუძნებელი ვინსენტ ნოიმანი — დღისით ფსიქოთერაპევტი, ღამით DJ — 16 იანვარს Bassiani-ში ბრუნდება. იგი ცნობილია თავისი მუსიკალური ცოდნის სიღრმითა და ენერგიული, სწრაფი, ხანდახან კი დაუნდობელი მიდგომით, განსაკუთრებით — გამორჩეულ დახურვით სეტებში და ხანგრძლივ, მოთმინებაზე დაფუძნებულ, ვინილზე ორიენტირებულ მიქსინგში.
ის სცენას გაიყოფს Bekuchi-სთან და იდუმალ პორტუგალიურ დუოსთან Vil & Cravo — Hayes Collective-ის წევრებთან და Carícia-ს დამფუძნებლებთან, ახალი იმპრინტის, რომელიც გვიან 90-იანებისა და ადრეული ტექნოს ეპოქის სულს ატარებს.
Horoom-ში ერთმანეთს შეუერთდებიან Boya, Tomma და Resom — არტისტი, აქტივისტი და ლაიპციგის ანდერგრაუნდ მოძრაობებისა და ანტიფაშისტური ჯგუფების საკვანძო ფიგურა, DIY ეთიკისა და ინკლუზიურობის მტკიცე მხარდამჭერი. Tresor-ის Mareena-სთან ერთად ის არის ექსპერიმენტული ემბიენტ-პროექტის M2N2 თანაავტორი.
დექებზე Resom გვთავაზობს ეკლექტურ, ფორმის ცვლად მიქსს — ტექნო, ჰაუსი, ბრეიქბითი, დისკო, დეტროიტის გავლენები და გერმანული პანკი.
