კოსტიუმირებული ეკრანიზაცია William Makepeace Thackeray-ის პიკარესკული რომანისა ვირტუოზ თაღლით ბარი ლინდონზე, რომელმაც XVIII საუკუნის შუა წლებში, ევროპაში მიმდინარე შვიდწლიანი ომის ფონზე, ელვის სისწრაფით აიწყო კარიერა — და შემდეგ იმავე სისწრაფით აღმოჩნდა სოციალური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე.
Lars von Trier:
„Barry Lyndon-ის ყურება, რომელიც Stanley Kubrick-მა გადაიღო, სუფთა სიამოვნებაა — როგორც ძალიან კარგი სუპის დაგემოვნება. ფილმი აბსოლუტურად სტილიზებულია, თუმცა ამ სტილიზაციაში მოულოდნელად მაინც იჭრება ემოციები. ისინი ბევრია არაა, მაგრამ სწორედ ამიტომ უფრო ძლიერად მოქმედებს. გარდა ამისა, ეს წარმოუდგენლად ატმოსფერული კინოა. და მასში ოპერატორის ფანტასტიკური ნამუშევარია — თითოეული კადრი ძველი მხატვრების ტილოებს ჰგავს.“