არის მომენტები, როდესაც ადამიანი ჩერდება და ხვდება რომ დაიღალა.
დაიღალა ფიქრით და შფოთვით, ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ შიგნით მაინც სიცარიელეა.
ადამიანები გაუცნობიერებლად ვცხოვრობთ უკიდურესობებში, ზედმეტად ვნერვიულობთ, ან ყველაფერს ვუშვებთ ხელიდან, გვინდა ყველაფერი გავაკონტროლოთ, და ბოლოს - საკუთარ თავსაც ვკარგავთ, რაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა.
საუკუნეების განმავლობაში წმინდა მამებიდა სხვადასხვა ფილოსოფიები გვასწავლიან, რომ ჰარმონიული ცხოვრების, ჰარმონიული აზროვნების და ბედნიერების საწინდარი ზომიერებაა- წონასწორობა, "ოქროს შუალედი", რომელსაც მოაქვე შინაგანი სიმაშვიდე.
ეს არის გზა, რომელიც არ ითხოვს სრულყოფილებას, არ ითხოვს იდეალურობას, მას საკუთარი თავის შეცნობისკენ მივყავართ, "აქ და ახლა" მდგომარეობაში.
და ეს ნიშნავს, რომ ერთხელ მაინც გაჩერდე…მოისმინო საკუთარი სუნთქვა…
იგრძნო, რომ ცოცხალი ხარ. არ იყო წარსულში - ტკივილებში და მიჯაჭვულობაში, მცდარ წარმოდგენებში და მოლოდინებში რომ მომავალში რაიმე თავისით შეიცვლება.
როგორ მივაღწიოთ ბალანსს და ჰარმონიას, ჯანსაღი ყოფიერების პრინციპები ხომ სხეულსა და სულს შორის ჰარმონიის შენარჩუნებას გულისხმობს.
ლექციათა ციკლს გაუძღვება მოძღვარი გურამ ოთხოზორია
დასწრება ხდება დონაციით, დასწრების მსურველებმა საჭიროა მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხონ, ან ადგილზე გადაიხადონ ნებისმიერი თანხა.
სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/cRvQDjLc27aNJxzc6
ლექციის თარიღი და დრო: კვირა, 5 აპრილი, 18:00
ანგარიშის ნომერი: GE49BG0000000667726200
მიმღები: ნუნუ ქემაშვილი
!!! დანიშნულებაში მიუთითეთ: ღონისძიების სახელი
"აქ და ახლა"
მისამართი: ლუბლიანას ქ. N15ა/ჩაჩავას N1
591 92 05 96