21 მარტს , არტერია წარმოგიდგენთ “ASEA SOOL”-ს 💫
Asea Sool - თანამედროვე ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსპერიმენტული ჯგუფია. მათი მუსიკა აერთიანებს ფსიქოდელიურ როკს, ინდი-როკს, ფოლკსა და ელექტრონიკას, ბათუმური მელანქოლიის, მისტიკისა და ეთნიკური ელემენტების შერწყმით.
ჯგუფის ბირთვი არიან და-ძმა ათინა და ბექა ჯანუაშვილები: ათინას ექსპრესიული ვოკალი და პერფორმანსი, ხოლო ბექას (Bekson) გიტარა ქმნის უნიკალურ ჟღერადობას, სადაც ერთიანდება როკი, ბლუზი, შანსონი და ქართული ემოცია.
Asea Sool აქტიურად გამოდიოდა საერთაშორისო ფესტივალებზე ევროპასა და უკრაინაში და ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა არასტანდარტული სტილით.
🚪კარი გაიღება: 21:00
✅დასაწყისი: 22:00
🎟️ონლაინ ბილეთის ფასი: 40₾
კარზე: 50₾
მისამართი:
თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა
🏛️
სიონის ქუჩა 8
მაგიდის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:
(+995) 591 905 079
შეხვედრამდე ❤️
