მოსწავლეთა ორკესტრი „Ars Sonorum“ გასტროლი მესტიაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მოსწავლეთა ორკესტრი „Ars Sonorum“ გასტროლი მესტიაში

მოსწავლეთა ორკესტრი „Ars Sonorum“ გასტროლი მესტიაში

მოსწავლეთა ორკესტრი „Ars Sonorum“ გასტროლი მესტიაში
Samegrelo-Zemo Svaneti, Georgia
ბილეთის ფასი
დან30
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

28.07.2026
სამშაბათი
17:00
30

აღწერა

🎼 მოსწავლეთა ორკესტრი „Ars Sonorum“, რომელიც ქ. თბილისის მერიის მე-4 ხელოვნების სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს, დაარსებიდან უკვე მესამე წელს ითვლის. თავად მე-4 ხელოვნების სკოლამ კი 100 წლის იუბილე სამი წლის წინ აღნიშნა.

 

🌟 ორკესტრი აერთიანებს ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლებს და აქტიურად მონაწილეობს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.

 

🏛️ თბილისში მოქმედ ოცდაათამდე ხელოვნების სკოლას შორის მხოლოდ მე-4 ხელოვნების სკოლას ჰყავს მუდმივმოქმედი ორკესტრი, რაც ამ სასწავლებელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

 

🕯️ ორკესტრის დაარსებიდან სამი წლის იუბილეს აღსანიშნავად დაიწყო რეგიონული საკონცერტო ტურნე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, ტურნეს ყველა ღონისძიება მისი უწმინდესობის ხსოვნას ეძღვნება. ყოველი კონცერტი იწყება პატრიარქ ილია მეორის საგალობლით „კირიე ელეისონ“.

 

🏔️🎻 ტურნეს ფარგლებში ივლისში ორკესტრი სვანეთს, კერძოდ მესტიას ეწვევა, სადაც სპეციალური საიუბილეო პროგრამითა და გაფართოებული შემადგენლობით წარდგება მსმენელის წინაშე.

 

🎵 პროგრამაში წარმოდგენილი იქნება:

• ევროპული კლასიკური მუსიკა 🎼

• ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები 🇬🇪

• ქართული კინომუსიკა 🎬🎶

 

🎉 პარალელურად ორკესტრი მონაწილეობას მიიღებს სვანეთობის ღონისძიებებშიც.

 

🏆 აღსანიშნავია, რომ საიუბილეო ტურნეს პარალელურად ორკესტრს წელს უკვე მეორედ ხვდა წილად პატივი გაეხსნა შალვა დავითაშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად თელავში ტარდება.

 

🌟 „Ars Sonorum“ მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას და ახალგაზრდა თაობის მუსიკალური განათლების ხელშეწყობას.

 

🎻 ორკესტრის ხელმძღვანელი:

რუსუდან-ანასტასია დადეშქელიანი

 

📞 +995 568 557 500

📘 Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=61581129852639

ფოტო და ვიდეო

მოსწავლეთა ორკესტრი „Ars Sonorum“ გასტროლი მესტიაში

ადგილი

მესტია
მესტია — დაბა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ., თბილისიდან 456 კმ, ზუგდიდიდან 128 კმ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება