არქეოლოგიური კონფერენციების ციკლი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
არქეოლოგიური კონფერენციების ციკლი

არქეოლოგიური კონფერენციების ციკლი

არქეოლოგიური კონფერენციების ციკლი
7, ლ. გუდიაშვილის ქ.
advertising
ფრანგული

აღწერა

ამ შემოდგომით საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი წარმოგიდგენთ კონფერენციების ციკლს, რომელიც არქეოლოგიის სფეროში, საფრანგეთსა და საქართველოს შორის თითქმის 20-წლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ეძღვნება. შეხვედრებს წარუძღვებიან როგორც ფრანგი, ისე ქართველი მკვლევრები.

პირველ კონფერენციას გაუძღვებიან ფრანგი პალეოანთროპოლოგი და CNRS-ის მკვლევარი, სანდრინ პრა და ქართველი არქეოლოგი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი, ანა მგელაძე.

კონფერენცია მიმოიხილავს არქეოლოგიის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ისტორიას, წარადგენს მიმდინარე ერთობლივ კვლევით პროექტებს და ხაზს გაუსვამს ამ მუშაობის მნიშვნელობას ადამიანის ევოლუციის კვალდაკვალ.

გელით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობით!

 თარიღი: 2025 წლის 18 სექტემბერი, 18:00 საათი

 მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.

ენა: ფრანგული

ფოტო და ვიდეო

არქეოლოგიური კონფერენციების ციკლი

ადგილი