APROPOS თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
APROPOS
ქართული

განრიგი

18.02.2026
ოთხშაბათი
19:00

აღწერა

პლატფორმა „მექანიკური ტალღები", ბართან „ანტენა“ თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ საჯარო შეხვედრებისა და ლექციების სერიას “APROPOS”. 

შეხვედრების მიზანია კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ფაქტებისა და საკითხების გადააზრება ქვეყნის დღევანდელ კონტექსტში. 

ლექცია | 07 
🗓️ 18.02.26/19:00 

🟥 კინო, პროპაგანდა და რეალობა: საბჭოთა კულტურული რევოლუცია საქართველოში 

🟥 ანოტაცია: 1928 წელს პირველი ხუთწლედის გამოცხადებით გარდამტეხი პერიოდი დაიწყო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. სოციალიზმის განხორციელებისთვის აუცილებელი იყო სწრაფი ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია, ხოლო ეს მიზნები კი ვერ შესრულდებოდა „კულტურული რევოლუციის“ გარეშე, რაც მოსახლეობის მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებას და ყოველდღიური ცხოვრების გარდაქმნას გულისხმობდა. 

საქართველოში მიმდინარე კულტურული რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს აჭარაში ჩადრის მოხდის კამპანია წარმოადგენდა. მიხეილ გელოვანის სააგიტაციო-პროპაგანდისტული ფილმი, ახალგაზრდობა იმარჯვებს სწორედ ამ კამპანიის მხარდასაჭერად შეიქმნა 1928 წლის მიწურულს. ეს პირდაპირი შედეგი იყო წლის დასაწყისში ჩატარებული რესპუბლიკური და საკავშირო კინო თათბირების რეზოლუციებისა, რომელთა თანახმად კინო ინდუსტრიას პარტიული ხაზისთვის უფრო აქტიურად უნდა დაეჭირა მხარი. 

მოხსენებისას განხილული იქნება თუ როგორ შუქდებოდა ჩადრის მოხდის კამპანია პრესაში, როგორ არის ეს პროცესი წარმოდგენილი ფილმში, და თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. 

🎙️ ლექციას წაიკითხავს სალომე ცოფურაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ასისტენტ-პროფესორი 

📍მისამართი: ბარი Antenna | ანტენა, გია ყანჩელის 13. (ყოფილი კონსტიტუციის ქუჩა) 

🆓 დასწრება თავისუფალია

ფოტო და ვიდეო

APROPOS

ადგილი