ეს არის მონო სპექტაკლი, დრამატურგ თამაზ ბაძაღუას პიესა " ღამე და თუთიყუში"-ს მიხედვით. მოქმედება ვითარდება სამხატვრო სახელოსნოში, თუმცაღა კონკრეტიკა იმისა თუ სად არის ეს სახელოსნო, მაყურებლისათვის რჩება ფანტაზიის წყაროდ!
მოქმედი გმირი ქმნის თავის იდეალ ქალს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, თუმცაღა ეჭვიანობს არ არსებულზე. თითქოსდა თავის შექმნილ იდეალ ქალს ვიღაც გაურკვეველ მამაკაცთან აქვს ურთიერთობა, რომელსაც თავის წარმოსახვაში კლავს. ეჩვენება თითქოსდა აპატიმრებენ. მას უნდა გაქცევა ამ სამყაროდან, თუმცა ვერ ახერხებს. რეკვიზიტი რომელიც განლაგებულია სცენაზე,
წარმოჩინდება როგორც პარტნიორები მომქმედი პირისა. გმირის იდეალი ქალი, ლანდად ჩნდება არსებულ ვითარებაში, მაგრამ გამოჩენითანავე ქრება.გმირი საკუთარი თავის გადასარჩენად უამრავ ხერხს მიმართავს. მაყურებელს ის ევლინება სხვადასხვა პერსონაჟად. ყველა ამ ხერხს პერსონაჟი იყენებს საკუთარი თავის გადასარჩენად, თუმცა სახრჩობელას მაინც ვერ გაურბის. იმ კრიტიკულ მომენტში მას ევლინება მის მიერ წარმოსახვაში შექმნილი იდეალი ქალი ანგელოზის სახით, რომელიც ჩამოხსნის სახრჩობელადან. მათი ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის კონტაქტის ტოლფასია.
სპექტაკლის მთავარი სათქმელია: " ცხოვრება კარგი რეჟისორის მიერ, კარგად დადგმული სპექტაკლია და მის მიერ შექმნილ სახეს არ უნდა მიაფარო ნიღაბი, თორემ ცუდი რეჟისორი თავის მიერ დაგებულ მახეში გაგაბამს".