წლის მთავარი ფილმი — კანის კინოფესტივალის ვერსიით.
რეჟისორი ჟუსტინ ტრიე აქამდე პირველ ეშელონში არ ითვლებოდა, მის ახალ დრამასაც დიდი მოლოდინი არ მოჰყვებოდა. მაგრამ „ვარდნის ანატომია“ მოულოდნელად იქცა კანის სენსაციად!
ეს არის ერთდროულად:
ოჯახური ტრაგედია ბერგმანული სიღრმით
ფსიქოლოგიური თრილერი
და სასამართლო დრამა,
რომელიც მოგვითხრობს მწერალზე, რომელიც თავისი ქმრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
მაგრამ სიმართლის გარკვევა ყოველთვის არაა შესაძლებელი — ხშირად სიმართლე ზედმეტად სუბიექტურია, თუნდაც მაშინ, როცა სასამართლოს მიზანია მკვლელის აღმოჩენა.
ამიტომ „ვარდნის ანატომია“ არაა დეტექტივი — ის დეტექტივის მოხდენილი იმიტაციაა, რომელიც სინამდვილეში გაცილებით ახლოს დგას ბერგმანის „ქორწინების სცენებთან“.
მშრალი ჟანრის ფორმის ქვეშ იმალება ავტორული, ფაქიზად ნაწყობი კინო, რომელიც წამებით შეკითხვებს სვამს და მათზე მარტივ პასუხებს არ იძლევა.
ფილმში გერმანელი მსახიობის, სანდრა ჰიულერის („რექვიემი“, „ტონი ერდმანი“) კარიერის ყველაზე რთული და ვირტუოზული როლია — მით უმეტეს, რომ მას ორი უცხო ენით (ფრანგულად და ინგლისურად) უწევს თამაში.
ჯილდოები:
– ოქროს პალმის რტო (კანის კინოფესტივალი)
– ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის
– 5 პრემია ევროპული კინოაკადემიისგან:
სცენარი, მონტაჟი, რეჟისურა, მსახიობი და წლის ფილმი.