კურსს ხელმძღვანელობს ირაკლი გაბეცაძე, მხატვარი, გრაფიკოსი, პორტრეტისტი და ოფორტის ტექნიკის ოსტატი, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, რომლის ნამუშევრები იფინება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.
კურსი „ანატომია მხატვრებისთვის“ განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს უკეთ შეისწავლოს ადამიანის სხეულის აგებულება და ფიგურის ხატვაში მეტი სიზუსტე და რეალიზმი შეიტანოს.
კურსის ფარგლებში მონაწილეები:
● შეისწავლიან სხეულის მოცულობასა და პროპორციებს
● გაიაზრებენ ჩონჩხსა და კუნთოვან სისტემას, როგორც ფიგურის აგების საფუძველს
● ისწავლიან რიტმისა და დინამიკის გადმოცემას
● იმუშავებენ ცოცხალ ნატურასთან, რეფერენსთან და წარმოსახვიდან
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:
● ადამიანის სხეულის უკეთ გააზრებას
● ფიგურის სწორად აგებასა და გამოსახვას
● ძვლებისა და კუნთების ფორმების უკეთ აღქმასა და გადმოცემას
● საკუთარი ხედვისა და სტილის განვითარებას
კურსის სილაბუსი:
📌 6 კვირა (12 გაკვეთილი)
📌 კვირაში 2 ჯერ - შაბათი და კვირა
📌 გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი – 11:00 - 13:00
📌 ფასი 800 ლარი
📌 ასაკი: 16+
📌 ადგილების რაოდენობა: 10