ლუმოსში გრძელდება უძველესი იაპონური ჰოლისტური მასაჟის ტექნიკების შემსწავლელი ვორქშოფების სერია, რომელსაც უძღვება თამა, აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტური თერაპევტი. ამჯერად, ჯერი ამპუკუზეა.
ორშაბათს, 13 ივლისს, 19:00 საათზე სწორედ ამპუკუს მასაჟის სამსაათიანი ვორქშოფი გელით, რომლის განმავლობაშიც გექნებათ შესაძლებლობა, მარტივად, სამოყვარულო დონეზე, შეისწავლოთ ეს უძველესი და უნიკალური ტექნიკა და, რაც მთავარია, დამოუკიდებლადაც გამოიყენოთ ის და დაეხმაროთ საყვარელ ადამიანებს სტრესისგან გათავისუფლებასა და მოდუნებაში.
რა არის ამპუკუ?
ის უძველესი იაპონური ჰოლისტური მასაჟის ტექნიკაა, რომელიც მუშაობს მუცლის ღრმა ზონაზე და სრულდება ნაზი, მიზანმიმართული ზეწოლისა და რიტმული შეხების საშუალებით. მასაჟის ეს ტექნიკა უნიკალურია იმით, რომ ათავისუფლებს მუცლის ღრუში, „ჰარაში“, დაგროვილ სტრესსა და ემოციებს, რასაც თან ახლავს სიმსუბუქის, დამიწებისა და შინაგანი ჰარმონიის განცდა.
რატომაა სასარგებლო ამპუკუს მასაჟი?
ამპუკუ ამცირებს ფიზიკურ დაძაბულობას, აუმჯობესებს ორგანოების სიცოცხლისუნარიანობას და აღადგენს ემოციურ ბალანსს, ასტიმულირებს მონელების პროცესს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა: 110 ლარი
თამა ლუმოსს ზაფხულობით სტუმრობს და გვანებივრებს მრავალფეროვანი პრაქტიკებით, ვორქშოფებითა და მასაჟის ინდივიდუალური სესიებით, რომელთა შესახებაც დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ჩვენს საიტზე.
ინდივიდუალური მასაჟის სესიები:
https://www.lumos.ge/individ.../iaponuri-holistikuri-terapia
ცეკვითი მედიტაციის საღამოები ყოველ ორშაბათს, სადაც დაგხვდებათ გამორჩეული კოლაბორაციები სხვადასხვა თერაპიულ პრაქტიკებთან:
https://www.lumos.ge/regularclasses/dance-meditation
რეგისტრაციისათვის და გადახდის პირობების გასაცნობად ეწვიეთ საიტს:
https://www.lumos.ge/workshops/ampuku-therapy
შეკითხვებისათვის მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ: 595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 ნომერი
გოძიაშვილის პარკში ![]()