ელისი საოცრებათა ქვეყანაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ელისი საოცრებათა ქვეყანაში

ელისი საოცრებათა ქვეყანაში

ელისი საოცრებათა ქვეყანაში
49, მ. აბაშიდძეს გამზ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან 7
advertising
ქართული

აღწერა

,,ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ ყველა დროის გამორჩეული
ნაწარმოებია. მის მიმართ ინტერესი არ ქრება, იზრდება კიდეც.
ბათუმის  თოჯინებისა  და  მოზარდ  მაყურებელთა  პროფესიული  სახელმწიფო
თეატრის  სცენაზე  სრულიად  ახალი,  განსხვავებული  ინტერპრეტაციით
გათამაშდება. ელისი იაპონელი თინეიჯერი გოგონაა, რომელიც ერთ დღესაც
ხელოვნურ  ინტელექტთან  საუბრისას  აღმოაჩენს,  რომ  დაიღალა  და
ბავშვობაში  სურს  დაბრუნება.  სწორედ  აქედან  იწყება  ახალგაზრდა  ელისის
თავგადასავალი.  ამბის  გმირებთან  შეხვედრის  დროს  ელისს  იმედები
უცრუვდება, რადგან მოზარდ გოგონას ვერავინ სცნობს და ყველა მიანიშნებს
მასში არსებულ ერთსა და იმავე პრობლემაზე. ელისი იწყებს ამ პრობლემაზე
ფიქრს და საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ თავად არის შეცვლილი.
სპექტაკლში გამოყენებული სხვადასხვა ტიპის თოჯინა ქმნის განსხვავებულ და
  შთამბეჭდავ  წარმოდგენას.  ორიგინალური  მუსიკა,  ტექსტის  თანამედროვე
ინტერპრეტაცია  და  მსახიობების  ოსტატობა  ჰარმონიულად  ერწყმის
ერთმანეთს  და  გვიხატავს  სამყაროს,  სადაც  მაყურებელი  ელისთან  ერთად
მოგზაურობს საოცრებათა ქვეყანაში.
სპექტაკლი  გვესაუბრება  და  გვაფიქრებს  ისეთ  აქტუალურ  თემებზე,
როგორებიცაა:  მოზარდობის  ასაკობრივი  თავისებურება,  სამყაროს  აღქმა  -
შემეცნება, საკუთარი თავის ძიება და აღმოჩენა.”
სარეკომენდაციო ასაკი: 8+

ფოტო და ვიდეო

ელისი საოცრებათა ქვეყანაში

ადგილი

Batumi Puppet and Youth State Theater

2016 წლის 14 იანვრიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდთა თეატრის შემოქმედებითი პროცესი განახლებულ შენობაში გრძელდება. ისტორიულ შენობას თავისი ერთსართულიანი და საზაფხულო ფართით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება