ფილიპ ვინტერი მოგზაურობს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, იღებს პოლაროიდის ფოტოებს და უშედეგოდ ეძებს მასალას სამუშაოსთვის. პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა მას მხოლოდ აეროპორტში შეემთხვევა, გამგზავრებამდე: შემთხვევითი ნაცნობი სთხოვს, თვალი ადევნოს მის 9 წლის შვილს და უკვალოდ ქრება. ფილიპი უცხო ბავშვის ამარა რჩება და იწყებს თავის მეორე მოგზაურობას – ამჯერად ევროპაში – გოგონას ნათესავების ძიებაში.
როუდ-მუვი არაა ის ფილმი, რომელსაც სიუჟეტი არ აქვს, მაგრამ გზად გატარებული დრო, მოძრაობა და წვრილმანებზე დაკვირვება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მიზანი. სწორედ ამიტომ ასეთ ფილმებს უნიკალური განწყობა ახლავს თან – მოწოდება ვიყოთ უფრო დაკვირვებულები და შევამჩნიოთ მეტი, ვიდრე ყოველდღიურად ვამჩნევთ.