AgileXchange Georgia 2026: Hands-On Agile თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
AgileXchange Georgia 2026: Hands-On Agile

AgileXchange Georgia 2026: Hands-On Agile

AgileXchange Georgia 2026: Hands-On Agile
First Republic Square 1, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან120 ₾
ქართული

განრიგი

30.10.2026
პარასკევი
10:00
120 ₾

აღწერა

📢️ მზად ხარ AgileXchange-ისთვის?

 

ჩვენ ვბრუნდებით საქართველოს მსოფლიო ეჯაილ რუკაზე დამკვიდრებისა და ადგილობრივი ეჯაილ კომუნის გაძლიერების მისიით!

 

ამჯერად გიწვევთ რიგით მეხუთე AgileXchange-ზე – 2023 წელს ჩვენი პირველი ღონისძიება სულ რაღაც ორ სპრინტში დაიგეგმა, 2024 წელს კი საერთაშორისო ეჯაილ სამიტზე 400-ზე მეტ მონაწილეს ვუმასპინძლეთ.

 

წლევანდელი თემაა Hands-On Agile. პირველად, AgileXchange მთელი დღის ფორმატში გაიმართება და მთავარი აქცენტი პრაქტიკაზე იქნება: 6 პარალელურ დარბაზში ჩატარდება ვორქშოფების ორი ტალღა საერთაშორისო ტრენერების ხელმძღვანელობით, ამასთან, გახსნითი გამოსვლა, მოხსენებები სცენაზე და დისკუსია ქართველ ლიდერებთან.

 

🎙️ შემოგვიერთდით გლობალურ სპიკერებთან და ტრენერებთან ერთად:

- Patricia Soler Herrero – აღმასრულებელი ქოუჩი და ფასილიტატორი, ღონისძიების გახსნითი მომხსენებელი;

- Jose Casal – Business Agility-ის კონსულტანტი, Actineo Consulting-ის თანადამფუძნებელი, Professional Scrum Trainer, Flight Levels Guide და Training from the BACK of the Room-ის სერტიფიცირებული ტრენერი;

- Christophe Martinot – ICAgile-ის ტრენერი და Management 3.0-ის ფასილიტატორი, წიგნის SPIRAL UP® ავტორი;

- Jon Ward – Enterprise Agility-სა და ხელოვნური ინტელექტის კონსულტანტი, Beneficial Consulting-ის დამფუძნებელი და Agile Business Consortium-ის სერტიფიცირებული Thought Leader;

- Apeksha Patel – ინდოეთის პირველი ქალი Certified Scrum Trainer და პირველი Accredited Kanban Trainer, Agile Alliance-ის დირექტორთა საბჭოს წევრი;

- ნინო გორგაძე – პროექტების მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი (PMP®, PMI-ACP®), 20 წელზე მეტი გამოცდილებით პროექტებისა და პორტფელების მართვაში;

- ვატო დოლიძე – ორგანიზაციული დიზაინერი, გამოვა თემით „Agile Beyond Tech“;

- ლევან ხომერიკი – Tbilisi Medic-ის აღმასრულებელი დირექტორი. Tbilisi Medic პირველი კომპანიაა საქართველოს სამედიცინო სექტორში, რომელმაც ეჯაილ მიდგომებზე გადაინაცვლა;

- თორნიკე ჩხაიძე – „ნიადაგის“ მმართველი პარტნიორი.

გარდა ამისა, ტრადიციულად, AgileXchange Vol. 5 ასევე უმასპინძლებს ადგილობრივ პროფესიონალებსა და კომუნების ლიდერებს სხვადასხვა სფეროდან.

ფოტო და ვიდეო

AgileXchange Georgia 2026: Hands-On Agile

ადგილი

Radisson Blu Iveria Hotel
ეს სასტუმრო მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის, თბილისის შუაგულში, ულამაზეს მდინარე მტკვარსა და მიმდებარე მთიანეთებს შორის და არის საუკეთესო ადგილი ქალაქით სრულფასოვნად ტკბობისთვის. ჩვენი 236 ნომერი და ლუქსი გთავაზობთ უფასო მაღალსიჩქარიან Wi-Fi-ს და მთაწმინდის, ქალაქის ისტორიულ ბორცვს ან მდინარის ლანდშაფტის განსაცვიფრებელ ხედებს. გამოდით გარეთ და აღმოაჩინეთ რესტორნები, მაღაზიები და ღამის ცხოვრება რუსთაველის გამზირზე. შეგიძლიათ მოინახულოთ ახლომდებარე ატრაქციონები, როგორიცაა ძველი ქალაქი და ნარიყალას ციხე. მიირთვით იტალიური სამზარეულო რესტორანში Filini ან აზიური ფუჟენ სამზარეულო რესტორანში Umami. სცადეთ ბედი Iveria Casino-ში ან მიირთვით პრემიუმ პროცედურები Anne Semonin Spa-ში. დაისვენეთ გამაგრილებელ გარე აუზში ან ეწვიეთ სახურავზე უსასრულო აუზს, რომელიც მდებარეობს სასტუმროს მე-18 სართულზე, ქალაქის განსაცვიფრებელი ხედებით. საქმიანი მოგზაურებისთვის და ღონისძიებების დამგეგმავებისთვის, ჩვენ ვთავაზობთ სრულად აღჭურვილ ბიზნეს ცენტრს, ასევე 9 შეხვედრის დარბაზს, მოქნილ სამეჯლისო დარბაზს და კვების ოფციებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება