აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული
განათლება

აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული

შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა „აღდგომა - გაზაფხულის დღესასწაული“პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს ჩაერთონ საგანმანათლებლო - შემოქმედებით პროცესში, გაეცნონ მრავალფეროვან ისტორიებს და პროგრამის დასასრულს მონაწილეობა მიიღონ მხატვრულ კომპოზიციების შექმნაში. პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20 ასაკობრივი ჯგუფი: 7 წლიდან ხანგრძლივობა: 90 წუთი ყოველდღე, სმაშაბათის გარდა: 12:00 საათი ღირებულება: 10 ლარი თბილისი, ივ, ჯავახიშვილი ქ. N7 577 49 88 67 | (+995 32) 2 305 001
აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული
103 D. Agmashenebeli Ave.
advertising
ქართული

აღწერა

2024 წლის 3 აპრილიდან თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამების ციკლი „აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული“ დაიწყება.

პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ვიზუალური და აუდიომასალის საშუალებით გაეცნობიან: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ მრავლფეროვან, საინტერესო და უჩვეულო წეს - ჩვეულებებს, მათ შორის:

- როგორ აღინიშნებოდა აღდგომა და გაზაფხულის დღესასწაულები საქართველოს კუთხეებში და ძველ თბილისში;

- რა არის „ჭონა“ და რა კავშირი აქვს ბილბს აღდგომასთან;

- რას ნიშნავს „ურმის აფეთქება“ და ტრადიცია, რომელიც 350 წელს ითვლის;

- რატომ და სად ყრიან თიხის ქოთნებს აღდგომის დღესასწაულზე;

- ვინ იყო პიტერ კარლ ფაბერჟე და რა გამოარჩევს მის სააღდგომო კვერცხებს.

ფოტო და ვიდეო

აღდგომა-გაზაფხულის დღესასწაული

ადგილი

თბილისის მუზეუმების გაერთიანება
თბილისის მუზეუმების გაერთიანება
103 D. Agmashenebeli Ave.
„თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანება“ დაარსდა 2016 წლის 29 ივლისს, რომელიც აერთიანებს 9 დამოუკიდებელ მუზეუმს ერთ დაწესებულებაში. მუზეუმების უმეტესობა მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და იცავდა ქართულ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.