რეპეტიციის შემდეგ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
რეპეტიციის შემდეგ

რეპეტიციის შემდეგ

რეპეტიციის შემდეგ
19 Shota Rustaveli Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

16.05.2026
შაბათი
20:00
30

აღწერა

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი - რიტმი„ ტრადიციულად აგრძელებს დედაქალაქში საერთაშორისო აღიარების არტისტებისა და ნოვატორული პროექტების წარდგენას.

 

ფესტივალი „თბილისი - რიტმი“ წელს პირველად უმასპინძლებს თეატრალურ წარმოდგენას, ინგმარ ბერგმანის პიესის „რეპეტიციის შემდეგ“ მოტივებზე, მიხეილ მრევლიშვილის ამავე სახელწოდებით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც გაიმართება 16 მაისს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალურ თეატრში.

 

ერთმოქმედებიან დრამაში მონაწილეობენ მსახიობები: აკაკი ხიდაშელი და მარინა კახიანი

 

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი -რიტმი“ იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

ფესტივალის ორგანიზატორია საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტი“

ფოტო და ვიდეო

რეპეტიციის შემდეგ

ადგილი

სანდრო მრევლიშვილის თეატრი
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრი მდებარეობს რუსთაველის გამზირის №19-ში. ეს 1974 წელს დაარსებული სახელმწიფო "მეტეხის თეატრის" (2007 წლიდან - "გლობუსი") მემკვიდრეა. ჩვენი რეპერტუარი მრავალფეროვანია. დარბაზი 40 მაყურებელს იტევს. ეს სრულიად არ ზღუდავს საინტერესო სივრცობრივ სანახაობას. კამერული სივრცე და მაყურებლისა და მსახიობების სიახლოვე განსაზღვრავს თამაშის წესებს: "მსახიობის ხელოვნება მაყურებლის ხელის გულზე". სამხატვრო ხელმძღვანელია მიხეილ მრევლიშვილი.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება