სიკვდილის შემდეგ ადამიანები ხვდებიან განწმენდაში, სადაც მათ სთხოვენ გაიხსენონ ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა. ამ მოვლენას ფილმად გადაიღებენ, და სწორედ ამ ფილმში გააგრძელებენ ისინი არსებობას.
თუმცა ამოცანა მარტივი სულაც არ არის: ზოგი ვერაფერს იხსენებს და იძულებულია საკუთარი ცხოვრების სრული ვიდეოჩანაწერი გადაავლოს თვალი, ზოგს კი, პირიქით, ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი აქვს დამახსოვრებული.
გადაღების ჯგუფი შედგება მათგან, ვინც ჯერჯერობით საკუთარი ერთადერთი მოგონების არჩევას ვერ მოახერხა.
