Advantage Project თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Advantage Project

Advantage Project

Advantage Project
34, ა. გრიბოედოვის ქ.
ბილეთის ფასი
დან20
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

30.06.2026
სამშაბათი
22:00
20 ₾ - 40
20 ₾ - 40
ვრცლად

აღწერა

SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით.

 

Advantage Project — უკრაინული ჯაზის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა. უკრაინაში 100-ზე მეტი კონცერტისა და ფესტივალის შემდეგ, 2023 წელს ჯგუფი ბელგიაში გადავიდა, სადაც მალევე მოიპოვა ევროპელი მსმენელების სიყვარული.

 

მათი ალბომი „Eternal Changing“ ევროპელმა მუსიკალურმა კრიტიკოსებმა განსაკუთრებულად შეაფასეს, ხოლო 2025 წელს ჯგუფმა ბელგიის პრესტიჟულ Dinant Jazz Festival-ზე გაიმარჯვა. წელს ისინი სწორედ ამ ფესტივალის მთავარ სცენას გახსნიან მსოფლიო ჯაზის ლეგენდებთან — Joe Lovano, Larry Grenadier და Gonzalo Rubalcaba-სთან ერთად.

 

სექტემბერში გამოვა მათი ახალი ალბომი „Phoenix“, რომელიც ჩაწერილია ლეგენდარულ ვოკალისტ David Linx-თან თანამშრომლობით.

 

თავიანთ მუსიკაში ჯგუფი აერთიანებს უკრაინული და საერთაშორისო ჯაზის ტრადიციებს, ორიგინალურ კომპოზიციებსა და გამორჩეულ არანჟირებებს, რაც მსმენელს განსაკუთრებულ მუსიკალურ გამოცდილებას ჰპირდება.

 

შემსრულებლები:

 

• ირინა დუბენკო (Iryna Dubenko) — ვოკალი

• იაროსლავ ტოვარიანსკი (Yaroslav Tovarianskyi) — კონტრაბასი

• დენის ტრიუცკი (Denys Dtriutskyi) — გიტარა

• ირაკლი ჭოლაძე - დრამი

 

 

გაითვალისწინეთ, რომ 22:30 ის შემდეგ რეზერვაცია უქმდება, დაგვიანების შემთხვევაში  დაგვიკავშირდით.

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

Advantage Project

ადგილი