Adam's Apples თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Adam's Apples

Adam's Apples

Adam's Apples
3ა, ვეკუას ქ.
ბილეთის ფასი
დან17
ინგლისური

აღწერა

MADSNESS-ის ფარგლებში აქამდე უკვე ვიხილეთ მადსი განგსტერის, კანიბალის, ბოროტმოქმედის, მსუქანი მადსის, ათლეტური მადსისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პერსონაჟის ამპლუაში. „ადამის ვაშლები“ კი კიდევ ერთ სრულიად განსხვავებულ მხარეს გვაჩვენებს — მადსს, როგორც წმინდანს.

ციხიდან ახლახან გამოსული, ძალადობრივი ნეონაცისტი ადამი საზოგადოებრივ სამუშაოებზე პატარა სოფლის ეკლესიაში იგზავნება. ეკლესიას ხელმძღვანელობს ივანი — მღვდელი, რომლის ამოუწურავი ოპტიმიზმი თითქმის დაუჯერებელია და რომელსაც სჯერა, რომ ყველა ადამიანში შეიძლება სიკეთის პოვნა. ეკლესიაში მასთან ერთად ცხოვრობენ კლეპტომანი, ყოფილი ალკოჰოლიკი და ყოფილი ჩოგბურთელი, რომელსაც შეიარაღებული ძარცვის ჩვევა ჯერაც ვერ დაუძლევია. მალე ადამი რწმუნდება, რომ ივანის შეუპოვარი ოპტიმიზმი ან წარმოუდგენელი სიკეთის გამოვლინებაა, ან იმის ნიშანი, რომ მან რეალობასთან კავშირი საბოლოოდ დაკარგა.

როგორც ანდერს თომას იენსენის სხვა ნამუშევრები, „ადამის ვაშლებიც“ გატეხილ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც ცდილობენ აზრიანი ცხოვრება შექმნან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ეს გამოუვიდეთ. ფილმი იწყება როგორც თამამი შავი კომედია, მაგრამ თანდათან იქცევა ბევრად უფრო უცნაურ, ღრმა და მოულოდნელად ამაღელვებელ ისტორიად, რომელიც რწმენას, პატიებას, ტრავმას, გამოსყიდვასა და იმ ისტორიებს იკვლევს, რომლებსაც საკუთარ თავს ვუყვებით, რათა ცხოვრება გავაგრძელოთ.

მადს მიკელსენის შესრულება მის ფილმოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულოა. მისი ივანი მშვიდი, უსაზღვროდ მომთმენი და თითქმის ზებუნებრივად იმედიანი ადამიანია, რომელიც არ აძლევს უფლებას არც სისასტიკეს და არც ტრაგედიას, განსაზღვროს მის გარშემო მყოფები. წმინდანია, სულელია თუ ამ ორს შორის სადღაც — სწორედ ამ კითხვაშია ფილმის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი.

იუმორით სავსე, პროვოკაციული, ზოგჯერ მკრეხელური და ამავე დროს საოცრად ღრმა „ადამის ვაშლები“ XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დანიურ ფილმად იქცა. ბევრი დანიელი მაყურებელი მას ანდერს თომას იენსენის შემოქმედების ნამდვილ მწვერვალად მიიჩნევს.

ფოტო და ვიდეო

Adam's Apples

ადგილი

Fomo.Cinema
უნიკალური კინო სივრცე: მსოფლიო კლასიკა, ფესტივალური ფილმები, სიახლეები
ამ ადგილის ყველა ღონისძიება