ალბათ გსმენიათ აშშ-ის მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ და გინახავთ შემაშფოთებელი ამბები მკვლელობებსა და დეპორტაციებზე.
შაბათს გეპატიჟებით პაბლიკ-თოქზე რომან ლუკიანჩიკოვთან, რომელმაც რთული გზა გაიარა და მზად არის თავისი გამოცდილება ღიად და გულწრფელად გაგვიზიაროს.
შეხვედრაზე რომანი მოყვება ემიგრაციის ისტორიას, რომელიც მძიმე გამოცდად იქცა: გზა აშშ-ის საზღვრის გავლით, საიმიგრაციო იზოლატორი, ცივი საკნები და უსასრულო გაურკვევლობა, სასამართლოს უარი და დეპორტაცია რუსეთში, სადაც მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ეს იქნება საუბარი შიშსა და არჩევანზე. ადამიანებზე, რომლებიც პატიმრობაში შეხვდა, და იმაზე, როგორ შეიძლება გისოსებს მიღმაც დარჩე თავისუფალი ადამიანი. ეს არის ისტორია იმის შესახებაც, თუ როგორ იქცა განათლება წინააღმდეგობის ფორმად და დაბრუნება — ახალ დასაწყისად.
მობრძანდით ღია საუბრისთვის იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს „ამერიკული ოცნებისკენ“ სწრაფვას.
შეხვედრას გაუძღვება რომან ლუკიანჩიკოვი @romanluka — ჟურნალისტი. რუსეთის ხელისუფლებისთვის ის „სამშობლოს მოღალატეა“. საკუთარი თავისთვის კი — ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარი სინდისის ღალატი.
