გენიალური სიმარტივე — ხმამაღალი, მაგრამ ზუსტად შესაფერისი აღწერაა ამ ფილმისთვის. არც რთული სიუჟეტი, არც ინტრიგა — არაფერია ზედმეტი. თვითონ სათაურია მთავარი სპოილერი. გაიქცა თუ არა სიკვდილმისჯილი? ნუ შეგეპარებათ ეჭვი — გაიქცა. თითქოს აქვე შეიძლებოდა დასრულება — ეს ხომ არაა „შოუშენკიდან გაქცევა“. მაგრამ სწორედ აქ იწყება კინოს მაგია, რომლის სული ქარის მსგავსად იქ უბერავს, სადაც უნდა. წინასწარ ცნობილი ფინალი კი აღიქმება როგორც ნამდვილი სასწაული.
„ოსკარის“ პრემია ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი“ და ნომინაცია „ოქროს პალმის რტოზე“.
