ძველ ევროპულ რუკებზე დატანილი საქართველო და მასთან დაკავშირებული აღნიშვნები ისეთივე ძველია, როგორც, საკუთრივ, ევროპული კარტოგრაფია.
ოქროს საწმისი, კოლხეთი, იბერია, Georgia, საქართველოს სამეფო-სამთავროები თუ ციხექალაქები მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც მაპპა კარტოგრაფიკას უძველსი რუკების სამყაროში მოგზაურობის დროს ნახავთ.
მაპპა კარტოგრაფიკას ძველი ევროუპული რუკების კოლექცია მოიცავს XIII-XX საუკუნეებში შექმნილ უნიკალურ ნამუშევრებს, რომელთა დიდი ნაწილი მაპპა კარტოგრაფიკას ოქროს ფონდში ირიცხება და საქართველოში მხოლოდ ჩვენს კოლექციაში მოიპოვება.
ტურის ფაგლებში ნახავთ, როგორც ანტიკური, ისე შუა საუკუნეების და კლასიკური ევროპული კარტოგრაფიის თემატიკაზე შექმნილი რუკების ორიგანლ ბეჭდურ ვერსიებს და მასზე დატანილი ცნობებს საქართველოს შესახებ.
ტურები ჩატარდება 2026 წლის ოქტომბერ-დეკებერში და მას გაუძღვება მაპპა კარტოგრაფიკას დირექტორი სულხან სალაძე.
ხანგრძლივობა: 60-70 წუთი.
10 წლამდე ბავშვები დაიშვებიან მხოლოდ მშობელთან, ან სხვა ზდასრულ წარმომადგენლებთან ერთად.
გაყიდული ბილეთები უკან არ ბრუნდება.
ტურები ჩატარდება ქართულ ენაზე.