სექტემბერი RadioCafe-ში უკრაინული სამზარეულოს თვეა!
ჩვენთვის დიდი პატივია არსენ ბერკუნის მასპინძლობა - უკრაინელი შეფ-მზარეული 30 წლიანი გამოცდილებით. მის ანგარიშზე ათეულობით ორიგინალური მენიუ და ათასობით კმაყოფილი სტუმარია.
მოხარული ვართ, რომ არსენის კერძებს კიევისა და დნიპროს საუკეთესო რესტორნების შემდეგ, ახლა უკვე თბილისშიც დააგემოვნებთ, - ექსკლუზიურად რადიოკაფეში!
შეფ არსენმა მისი საავტორო რეცეპტები და კულინარიული ფილოსოფია ჩვენს შეფს, ია ჭყონიას საიდუმლოდ გაუმხილა და იაც, ქართული სტუმართმოყვარეობითა და უკრაინისადმი დიდი სიყვარულით ამზადებს თითოეულ მათგანს.
მობრძანდით და დააგემოვნეთ ავთენტური და ამავდროულად ახლებურად წარმოდგენილი უკრაინული სამზარეულო სექტემბრის ბოლომდე.
დამატებითი ბონუსი ერთგული სტუმრებისთვის!
შეუკვეთეთ უკრაინული დაფა და მიიღეთ საჩუქრად საავტორო, ქართული ლიქიორების სეტი Mary Jos - სამი შოტი შენი არჩევანით!