9 აპრილს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიმართება. ღონისძიება 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიიდან 35 წლისთავს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ეძღვნება.
საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ფოტოები და დოკუმენტები, რომელიც ქრონოლოგიურად აღადგენს 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.