კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „წინაპართა გამოცდილებით - მომავლისაკენ“, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის თანადგომით, 2026 წლის 24 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში აწყობს ცნობილი მგალობლის, წმ. გიორგის ოქროს ორდენის კავალერ ლია სალაყაიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს „გალობით გადებული ხიდი“. იგი მიზნად ისახავს ორ მიმართულებას -
ღვაწლმოსილი პედაგოგის დაფასებასა და ქართველი და აფხაზი მოსახლეობის
შერიგებას. ლია სალაყაია იყო აფხაზეთიდან.