5 პორტრეტი. საფორტეპიანო კონცერტი საერთაშორისო ქალთა დღისათვის თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
5 პორტრეტი. საფორტეპიანო კონცერტი საერთაშორისო ქალთა დღისათვის

5 პორტრეტი. საფორტეპიანო კონცერტი საერთაშორისო ქალთა დღისათვის

5 პორტრეტი. საფორტეპიანო კონცერტი საერთაშორისო ქალთა დღისათვის
6, ს. ქედიას ქ.
ბილეთის ფასი
დან45
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

06.03.2026
პარასკევი
20:00
45 ₾ - 75
45 ₾ - 75
ვრცლად

აღწერა

კლარა შუმანის, ფანი მენდელსონის, სოფია გუბაიდულინას, ნასტასია ხრუშჩოვასა და ალისა დუხოვლინოვას მუსიკა მუდმივად სრულდება მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე. თუმცა, მათი კომპოზიციები არასოდეს გაერთიანებულა ერთ პროგრამაში.
 

„5 პორტრეტი“ შესაძლებლობაა, ერთად მოისმინოთ ისინი და შეიგრძნოთ საფორტეპიანო ენის ევოლუცია თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში.
 

მე-19 საუკუნის რომანტიკული კანდილენებიდან თანამედროვე ჟღერადობამდე და ციტატებთან მუშაობამდე. პირადი განცხდიდან — მუსიკის აღქმამდე როგორც კულტურული მეხსიერების სივრცისა. ექსპრესიული ინტონაციიდან — მუსიკისაკენ, რომელიც თავად ხმოვანების ბუნებას იკვლევს: მის ჩაქრობას, ხანგრძლივობას, სიფაქიზეს და აღქმის კონტექსტს.

 

პროგრამის ავტორი და შემსრულებელია საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, კონცერტმაისტერი გერმან მარქასინი. მისი კონცერტები გამორჩეულია არა მხოლოდ ვირტუოზული შესრულებით, არამედ გამართული დრამატურგიით, რომელიც თითოეულ საღამოს გარდაქმნის მთლიან მუსიკალურ ნარატივად, სადაც მუსიკა განსაკუთრებულად ცოცხალი და ემოციური ხდება.
 

კონცერტის პროგრამა:

ფანი მენდელსონი — ნოქტიურნი სოლ მინორში

კლარა შუმანი — პიესები ფორტეპიანოსთვის, Op. 15

სოფია გუბაიდულინა — ციკლი „მუსიკალური სათამაშოები“

ნასტასია ხრუშჩოვა — „რუსული ჩიხები“ (პრეიმიერა საქართველოში!)

ალისა დუხოვლინოვა — პასაკალია „ქვიშებში“

(მაია გრიგორიევას პოემის მოტივებზე)
 

„5 პორტრეტი“ — ეს არის საფორტეპიანო კონცერტი, სადაც ხუთი პიროვნება, ხუთი ქალი-ბედისწერა ერთიანდება, რათა მოგითხროთ ისტორია სამყაროსადმი ულამაზესი და თბილი დამოკიდებულების შესახებ.

კონცერტი გაიმართება ლუთერანული ეკლესიის თანამედროვე, ლამაზ დარბაზში.
 

შეხვედრამდე — 6 მარტს!

ფოტო და ვიდეო

5 პორტრეტი. საფორტეპიანო კონცერტი საერთაშორისო ქალთა დღისათვის

ადგილი