მენიუ
ორნიტოლოგი დენის კიტელის ლექციაზე მოისმენთ უნიკალურ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გავრცელდა ეს სახეობა საქართველოში ბეღლის ბუს გამოჩენიდან (2003 წ.) 20 წლის განმავლობაში და აქტიურად ახდენს კახეთის კოლონიზაციას. დენისი ბეღელის ბუს საქართველოში მეორე წელია შეისწავლის, მანამდე კი ბელორუსიასა და პორტუგალიაში მუშაობდა. ის სწავლობს, როგორ მოქმედებს ადგილობრივ ფაუნაზე ისეთი მტაცებელი, როგორიცაა ბეღლის ბუ. ამჟამად აქვს მონაცემები 3 ათასზე მეტი ბეღლის ბუს მსხვერპლის შესახებ!
ორნიტოლოგი ლექციის შემდეგ მასტერკლასზე სწავლის პროცესის მცირე ნაწილს აჩვენებს. გრანულების ძვლებს ამოვიღებთ და განვსაზღვრავთ ვის ეკუთვნოდა. საკმაოდ სახალისო პროცესია! ცივილიზებულ ქვეყნებში ამას ბიოლოგიის გაკვეთილებზეც კი ასწავლიან.