16 აპრილს, 16:00 საათზე, თსუ-ს ფილოლოგთა კლუბი გამართავს მორიგ მუდმივმოქმედ სემინარს: „საუბრები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე”.
რომლის ფარგლებშიც გაიმართება პროფესორ რუსუდან ნიშნიანიძის საჯარო ლექცია თემაზე: „მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა და საქართველოს თავგადასავალი”.
ღონისძიება ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია.
საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში.