მენიუ
პოლიტიკური დრამა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. სიმბოლურად, 1984 წელს, თენგიზ აბულაძის მიერ შექმნილი სატირა, რომელიც ტირანიული წარსულის აღმოჩენისა და გადააზრების მტკივნეულ მოვლენაზე მოგვითხრობს.
"მონანიების" ალეგორიული სიმბოლიზმი არ აუფერულებს ავტორის მიერ შავისთვის-შავის და თეთრისთვის- თეთრის დაძახებას. აბულაძე ეწინააღმდეგება ყველა ძალაუფლებას, რომელიც დიქტატურაზე და ადამიანისა და მისი ღირსების დაკნინებაზე დგას!
ფილმი მთელს მსოფლიოში დიქტატურაზე გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა. კანის 40-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მან ჟიურის პრიზი მიიღო.