ჯადოსნური ახალი წლის დროა, MOLECULE events იზრუნებს 2026 წლის საუკეთესო დასაწყისზე და 1 იანვარს თბილისს ეწვევიან ნიდერლანდების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დუო 2024 წელს ყველაზე მოსმენად ჰიტად დასახელებული “It’s Not Right But It’s Okay”-ს ავტორები Mr. Belt & Wezol.
დუეტის სეტები და დისკოგრაფია სავსეა ჰაუს ტრეკებით, რომლებიც იდეალურ ბალანსს ქმნის ნაცნობსა და მოულოდნელს შორის, რის შედეგადაც იქმნება დაუვიწყარი მუსიკალური გამოცდილება.
დუეტმა უკვე დატოვა კვალი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე, მათ შორის Tomorrowland, Mysteryland და Ultra Music Festival. მიუხედავად იმისა, რომ ეს გრანდიოზული გამოსვლები შთამბეჭდავია, ფანებისთვის ნამდვილი მაგია იწყება “The Cuckoo’s Nest” ივენთებსა და კლუბურ შოუებზე. ეს საღამოები ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილი თავშესაფარია — ხანგრძლივი სოლო სეტებითა და დაუვიწყარი B2B გამოსვლებით მეგობარ DJ-ებთან ერთად. განსაკუთრებით ლეგენდარულია Amsterdam Dance Event (ADE)-ის ფარგლებში გამართული ღონისძიებები, რომლებიც მუდმივად სრულად იყიდება და ფანებს შემდეგი ანონსის მოლოდინში ტოვებს.
Mr. Belt & Wezol ელექტრონული მუსიკის სამყაროში შეუჩერებელი ძალაა — ისინი არღვევენ საზღვრებს და იპყრობენ გულებს მთელ მსოფლიოში.
მათთან ერთად ახალი წლის პირველ ივენთ კიდევ უფრო გამორჩეულს გახდიან ქართველი წარმატებული არტისტები ENDORPHINS და LUNARO მათ არა ერთ მსოფლიო დონის ვარსკვლავთან ერთად აქვთ სცენა გაზიარებული და მსმენელებს განსაკუთრებულ გამოცდილებას ჰპირდებიან.
