აკვარელი, საპოვნელა, აპრილი, თუჯი - ბილეთები ფილმზე და სეანსების განრიგი | Yolo
მალე ეკრანებზე
აკვარელი, საპოვნელა, აპრილი, თუჯი

აკვარელი, საპოვნელა, აპრილი, თუჯი

ბილეთის ფასი
დან 10 ₾
19.01.2026

აღწერა

რეჟისორი: ოთარ იოსელიანი
სეანსის ენა: Geo

აკვარელიფილმში ნაჩვენებია ღარიბი ოჯახის ცხოვრება. ცოლი მრეცხავია, ქმარი — ლოთი, რომელიც ცოლის გამომუშავებულ ბოლო გროშებს სასმელში ხარჯავს. ერთხელაც, მორიგი ჩხუბის დროს, ცოლისგან თავის დასაღწევად გაქცეული ქმარი მუზეუმში ცდილობს დამალვას. უცებ, მუზეუმის გიდის ახსნისას, ყურადღებას შეაჩერებენ აკვარელით შესრულებულ სურათზე, რომელზეც მათი სახლია გამოსახული. უსმენენ გიდის სიტყვებს და ახლა უკვე სულ სხვა თვალით შეხედავენ თავიანთ უბადრუკ ქოხს…

 

საპოვნელა - 1959 წელს რეჟისორმა ოთარ იოსელიანმა მიხეილ მამულაშვილზე გადაიღო ფილმი „საპოვნელა“. ფილმის პრემიერის შემდეგ დახვევიან მებაღეს ჟურნალისტები, შეუწუხებიათ შეკითხვებით. რას გვეტყვით საბჭოთა სოფლის მეურნეობის დიდ გამარჯვებებზე? რატომ არასდროს ამბობთ თქვენს აზრს საბჭოთა მეცნიერების მიღწევებზე? გვითხარით რას ფიქრობთ მოწინავე აგრონომებზე, მუშაკებზე.. გვითხარით რამე, თქვით რამე, თქვით...

მებაღეს თავი დაუხრია, მორცხვად უპასუხია: "მე ჩემს სამშობლოს ჩემს ბაღში ვემსახურები.."

იმავე წლის შემოდგომის ნომერში, ჟურნალში "საქართველოს ქალი" გამოქვეყნდა გუგული გობრონიძის კარგი წერილი მცხეთელი მებაღის ცხოვრების შესახებ, სათაურით "მე ჩემს სამშობლოს ჩემს ბაღში ვემსახურები.."

მომწონს მისი ყველა ნააზრევი, ყველა ნამოქმედარი.

 

აპრილი“ — ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ ახშობს ყოფა და საკუთრების გრძნობა ცოლ-ქმრულ ურთიერთობას, როგორ ახმობს სიყვარულის ხეს და კეტავს სითბოსა და სინაზის ნაკადს.

 

 „თუჯი“ ოთარ იოსელიანის შემოქმედებაში განსაკუთრებული ნამუშევარია. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რეალურად გაცილებით მეტია, ვიდრე საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმი. იმ პერიოდში ასეთი ფილმები გმირულ შრომას განადიდებდა. იოსელიანმა კი ინდუსტრიული ქაოსისგან შექმნა პოეზია.  მან მეტალურგიული ქარხანა ადამიანური ხასიათის გამოსაწრთობ ქურად წარმოგვიდგინა, სადაც  ცეცხლთან ჭიდილში იბადება ადამიანთა მდუმარე ერთობ

აკვარელი, საპოვნელა, აპრილი, თუჯი

კინოთეატრები ბათუმში და თბილისში