„აიდა“ — Aida — ჯუზეპე ვერდის ოპერა 4 მოქმედებად და 7 სურათად, ანტონიო გისლანცონის ლიბრეტოზე, რომელიც დაფუძნებულია ეგვიპტოლოგ Auguste Mariette-ის სცენარზე. ოპერა დაიწერა ეგვიპტის ხედივის, ისმაილ-ფაშას დაკვეთით, კაიროს ოპერის თეატრისთვის, რომლის აშენებაც სუეცის არხის გახსნას მიეძღვნა.