აღწერა
რა შეიძლება იყოს ტორტზე უკეთესი? ტორტი, რომელიც თავად გააფორმეთ! Cake Painting არის მხიარული და გემრიელი შემოქმედებითი მასტერკლასი, სადაც მონაწილეები ნამდვილ ტორტს პატარა საკონდიტრო ხელოვნების ნიმუშად აქცევენ.
მხატვრის ხელმძღვანელობით ტორტზე პირდაპირ დახატავთ ფერადი კრემებით, რომლებიც საღებავების როლს ასრულებენ. ფუნჯები, მასტიხინები, ფანტაზია და კრეატიულობა დაგეხმარებათ შექმნათ უნიკალური დიზაინი, სავსე ფერებით, სიხარულითა და ბავშვური აღფრთოვანებით. მასტერკლასის დასრულების შემდეგ კი თქვენს ტკბილ ნამუშევარს სახლში წაიღებთ ან საყვარელ ადამიანებს გაუზიარებთ.
ეს აქტივობა აერთიანებს ხელოვნებას, თამაშს და გემრიელ გამოცდილებას, რის გამოც ის ერთნაირად მოსწონთ როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს.
ღირებულებაში შედის:
• ტორტი დეკორირებისთვის (ყველა მასალა არის უმაღლესი ხარისხის და არის დამზადებული ჩენი პარტნიორი საკონდიტროს მიერ)
• ფერადი კრემი, რომელიც გამოიყენება „საღებავებად“
• ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მასალა
• არტ-სტუდიაში მუშაობა
• მხატვრის მხარდაჭერა მთელი პროცესის განმავლობაში
• ყუთი მზა ტორტის წასაღებად
⏱ ხანგრძლივობა — 1 საათი
ასაკი — 4+
დახატეთ, შექმენით, დააგემოვნეთ და შექმენით ტკბილი მოგონებები!