ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი თბილისში - სასაჩუქრე სერტიფიკატი | Yolo
New
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1629
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1630
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1631
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1632
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1633
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1634
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1635
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1636
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1637
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1638
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1639
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1640
ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი - 1641

ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი

ფოტოგრაფია ფილტრების გარეშე
აჩუქეს 100 ჯერ
100
1 პერსონა
1 დღე
arrow
100
1 პერსონა
1 დღე
200
1 პერსონა
2 დღე
200
2 პერსონა
1 დღე
400
2 პერსონა
2 დღე
მულტისაჩუქარი
ყიდვა
ექსკლუზიური წინადადებები საუკეთესო ფასად
1 პერსონა, 2 პერსონა, 3 პერსონა, 4 პერსონა, 5 პერსონა, 6 პერსონა
15+
En, Ge

სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 7 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).

ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.

აღწერა

შავ-თეთრი ფირის ფოტოგრაფიის ვორქშოპი ორ დღეს მოიცავს და შაბათ–კვირას ტარდება. ის განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ფოტოგრაფებისთვის — ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ანალოგური პროცესი გადაღებიდან ბეჭდვამდე. მონაწილეობა შეუძლია მათაც, ვისაც ფოტოაპარატთან აქამდე არ ჰქონია შეხება. პროგრამა ადაპტირდება მონაწილეების ცოდნის დონეზე: ზოგი თეორიული ნაწილი შეიძლება გამოტოვებული იქნას, ხოლო კონკრეტულ თემებს დამატებით ჩაუღრმავდებით ინტერესის მიხედვით. პირველი დღე მთლიანად ეძღვნება გადაღებისა და ფირის გამჟღავნების პროცესს. მონაწილეები გაიცნობენ კამერის მუშაობის პრინციპებს, საჭირო პარამეტრებს, ექსპოზიციას, განათებასა და კომპოზიციის საბაზისო წესებს. თეორიის შემდეგ იწყება პრაქტიკული გადაღება, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთის პორტრეტებს გადაიღებენ. გადაღების დასრულების შემდეგ დეტალურად გაეცნობიან ფირის გამჟღავნების პროცესს: საჭირო ტექნიკას, მოწყობილობებს, ქიმიასა და მასალებს, ხოლო დღის ბოლოს თავადვე გაამჟღავნებენ თავიანთ ფირს და მიღებულ ნეგატივებს გაშრობისთვის მოამზადებენ. მეორე დღე მთლიანად ბეჭდვას დაეთმობა. მონაწილეები ისწავლიან ბეჭდვის პრინციპებს, საჭირო დანადგარებსა და შუქმგრძნობიარე ქაღალდისა და ქიმიის გამოყენებას. თეორიული ნაწილის მერე იწყება პრაქტიკული ბეჭდვა — უკვე გამშრალი ნეგატივებიდან თითოეული მონაწილე თავად ქმნის საკუთარ შავ-თეთრ ფოტოს. სურვილისამებრ, შესაძლებელია როგორც სრული ორდღიანი პროგრამით სარგებლობა, ასევე მხოლოდ ერთდღიან ვორქშოპში მონაწილეობა.

აირჩიეთ სერტიფიკატის სასურველი ფორმა

საჩუქრის შეფუთვა
ელექტრონული სერტიფიკატი