სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).
ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.
გადაიღეთ თქვენი ირისის უნიკალური ფოტო ან აჩუქეთ ეს შესაძლებლობა სერტიფიკატის სახით თქვენს საყვარელ ადამიანებს. ირისის ფოტო შესანიშნავი შესაძლებლობაა გაამრავალფეროვნოთ თქვენი საყვარელი ნივთების კოლექცია ამ საოცარი ფოტოთი და დაამშვენოთ ინტერიერი.
მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა პარტნიორთან ან ოჯახის წევრთან ერთად შექმნას უნიკალური ფოტო, რომელიც ასახავს ირისების სილამაზეს. სულ რაღაც 30 წუთში სერტიფიკატის მფლობელი მიიღებს სუვენირს სამიდან ერთ-ერთ დიზაინში - SUN, DUO FUSION, STAR SHINE, და სასურველ ზომაში (A4 ან A3).
ფოტოს დაბეჭდვის შემდეგ თქვენს თვალს ისეთს დაინახავთ, როგორც აქამდე არასდროს გინახავთ. ეს სერტიფიკატი მართლაც რომ გამორჩეულ შთაბეჭდილებას მოახდენს!
პროვაიდერი იყენებს პროფესიონალურ აღჭურვილობას, რომელიც არ აზიანებს თქვენს მხედველობას, ხოლო სურათები არის ნათელი და მკვეთრი.
სერვისის მიწოდება დროებით ხდება YOLO-ს ოფისში. ფოტო (ჩარჩოს გარეშე) მზადდება 1-2 კვირაში და მიტანა ხორციელდება პროვაიდერის მიერ თბილისის მასშტაბით ნებისმიერ წერტილში.