სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).
ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.
აღწერა
მარწყვის სანთლის დამზადების მასტერკლასი არის ერთსაათიანი შემოქმედებითი სესია, სადაც შექმნით მარწყვის ფორმის დეკორატიულ სანთელს მინის ჭურჭელში. ოსტატის დახმარებით ისწავლით სანთლის დამზადების ტექნიკას: როგორ იმუშაოთ ცვილთან, არომატებთან და ფორმებთან. ყველა საჭირო მასალა შედის ფასში. მასტერკლასის ბოლოს თან წაიღებთ თქვენს მიერ შექმნილ ხელნაკეთ სანთელს. მასტერკლასი ტარდება თბილისში, სტუდიის მყუდრო გარემოში და იდეალური საჩუქარია როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვისთვის.