ზვიად ბოლქვაძე და რანინელები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ზვიად ბოლქვაძე და რანინელები

ზვიად ბოლქვაძე და რანინელები

ზვიად ბოლქვაძე და რანინელები
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან75
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

27.04.2026
ორშაბათი
20:00
75 ₾ - 140
75 ₾ - 140
ვრცლად

აღწერა

27 აპრილს - რუსთაველის ეროვნულ თეატრში - SPARKS წარმოგიდგენთ - კომპოზიტორისა დაავტო-შემსრულებლის - ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბაშვების კონცერტს.

 

კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი, დირიჟორი და არანჟირებების ავტორი, ზვიად ბოლქვაძე, სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობს. მის საგუნდო და სიმფონიურ მუსიკას ხშირად ასრულებს სხვადასხვაკოლექტივი.

 

ზვიად ბოლქვაძეს მიღებული აქვს აკადემიური განათლება დირიჟორობის (მაგისტრის ხარისხი) დაკომპოზიციის მიმართულებით (დოქტორანტურა) თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიაში.

 

2008 წლიდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის (ყოვლადწმინდა სამებისსაკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი), კომპოზიტორი და სოლისტი;  2012 წლიდან -  ბავშვთა გუნდ„ანა-ბანას“ დირიჟორი; 2016 წლიდან  - გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელისსამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი; 2023 წლიდან -ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისსამხატვრო ხელმძღვანელი.

 

ზვიად ბოლქვაძე მონაწილეობს არაერთ სატელევიზიო პროექტში: ,,ჯეოსტარი“, ,,ანა-ბანა“, ,, მხოლოდქართული“, ,,რანინა“.

 

2007 წლიდან მუშაობს კინომუსიკის ჟანრში.  არის ათამდე კინომუსიკის ავტორი. წერს მუსიკასსპექტაკლებისთვის.

 

ზვიად ბოლქვაძე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობის -ილიამეორეს საგალობლების  საგუნდო და საორკესტრო არანჟირებების ავტორი.

 

კონცერტებს მართავს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (შვეიცარია, ისრაელი, საფრანგეთი, აშშ, ბელგია, პოლონეთი, იტალია, ჰოლანდია, გერმანია, უკრაინა, აზერბაიჯანი).

 

კონცერტი გაიმართება ბენდის თანხლებით. მონაწილეობას მიიღებენ, რანინას ბავშვები: ანასტასიავასაძე , ანდრია ფუტკარაძე , ანიტა  აბგარიანი , ლაზარე კაპანაძე და სანდრო აბესაძე.


 

------

19:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი

------
 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 7+

 

 

 

ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონცერტზე დასასწრებად, ბილეთის შეძენა აუცილებელია, ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

ზვიად ბოლქვაძე და რანინელები

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება