აღწერა
„კონტაქტის ზონა“ სამი ქორეოგრაფიული სპექტაკლის ერთობლიობაა, რომელიც იკვლევს საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ფიზიკური და სივრცითი კონტაქტის ფორმებს. თითოეული დადგმა დამოუკიდებელი წარმოდგენაცაა და ამავედროს დაკავშირებულია დანარჩენ ეპიზოდებთან. სპექტაკლში მონაწილე ხელოვანები და მაყურებელი თანამედროვე ცეკვისა და მუსიკის საშუალებით ქმნიან კონტაქტის ზონას ერთმანეთისგან დამოუკდებლად, პარალალურ რეალობებში მცხოვრებ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს შორის.