მენიუ
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+
პიესა ომის შემდეგ, იძულებით მიტოვებულ სოფლებზეა, ომში უსაფლავოდ დაკარგულ მიცვალებულებზე და საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპაციის შემდეგ დარჩენილ ტკივილზე.
პიესის მთავარი გმირები, გარდაცვლილი ბებია ოლა და პაპა ილა არიან, რომლებიც უკვე დიდი ხანია, სამაჩაბლოს ერთ-ერთი, ოკუპირებული სოფლის სასაფლაოზე წვანან. აქ, თითქმის აღარავინ დადის, აღარც სანთლებს ანთებენ, როგორც უწინ. არა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დამდეგ ღამეს, მოდიოდნენ და საკუთარ მიცვალებულებს სანთლებს უნთებდნენ. ისე აჟიკჟიკდებოდნენ სანთლები სასაფლაო ერთი დიდი ქალაქი გეგონებოდა.